ძიება
მანძილის და ფართობის გაზომვა
თქვენ შეგიძიათ გამოიყენოთ იარაღების პანელიდან გაზომვის იარაღი, მანძილისა და ფართობის
გასაზომად
გაზომვის ფანჯრის გახსნა
- იარაღების პანელიდანს, დააწკაპეთ გაზომვის
ღილაკს
.
- გაიხსნება გაზომვის ფანჯარა.

- გაზომვის შემდეგ შეგიძიათ დახუროთ გაზომვის ფანჯარა.
გაზომვა ხაზის საშჲალებით
- გაზომვის ფანჟარაში დააწკაპეთ ხაზის შესაბამის ღილაკს
. ღილაკზე შემოიხაზება კვადრატი იმის დასადასტურებლად,
რომ იგი გააქტიურებულია. ხოლო ფანჯარა შეიცვლის სახეს (გამოჩნდება სეგმენტის და სრული
სიგრძის განყოფილებები) - მიიტანეთ თაგუნა თქვენთვის სასურველ ადგილას და დააწკაპეთ დაისმება პირველი წერტილი,
ამის შემდეგ გადააადგილეთ და ხელმეორედ დააწკაპეთ, დაისმება მეორე წერტილი და გაივლება
ხაზი.
- შეგიძიათ გააგრძელოთ და დახაზოთ თქვენთვის სასურველი ტეხილი. თუ გსურთ დაასრულოთ
ტეხილის ხაზვა დააწკაპეთ ორჯერ.
- გაზომვის ფანჯარაში სეგმენტის გასწვრივ მიეთითება უკანასკნელი სეგმენტის
სიგრძე, ხოლო სრული სიგრძის გასწვრივ მიეთითება ტეხილის სეგმენტების სიგრძეთა
ჯამი.
- თქვენ შეგიძიათ შეცვალოთ სიგრძის ერთეული ჩამოშლადი სიის საშუალებით.
- უკვე დახაზული ტეხილის წასაშლელად დააწკაპეთ ნებისმიერ სხვა ღილაკს.
ფართობის გაზომვა
- გაზომვის ფანჟარაში დააწკაპეთ მრავალკუთხედის შესაბამის ღილაკს
. ღილაკზე შემოიხაზება კვადრატი იმის დასადასტურებლად,
რომ იგი გააქტიურებულია. ხოლო ფანჯარა შეიცვლის სახეს (გამოჩნდება ფართობის და პერიმეტრის
განყოფილებები)
- არჩიეთ თქვენთვის სასურველი ერთეული. ფართობის გასაზომად შეგიძიათ აირჩიოთ ერთი ერთეული,
ხოლო პრიმეტრის გასაზომად მეორე.
- დააწკაპეთ თაგუნის მარცხენა ღილაკის საშუალებით რუკაზე თქვენთვის სასურველ ადგილას.
როდესაც თაგუნას აიღებთ დაინახავთ ხაზს, რომელიც გამოყვება თქვენს თაგუნას ტქვენს მიერ
არჩეული წერტილიდან.
- დააწკაპეთ მეორედ მრავალკუთხედის დასახატად. დაიხაზება პირველი სეგმენტი, გააგრძელეთ
დახაზვა მანამ სანამ არ დახაზავთ თქვენთვის სასურველ მრავალკუთხედს. უკანასკნელი წერტილის
დასმისას ორჯერ დააწკაპეთ თაგუნას მარცხენა ღილაკით.
- იხილეთ თქვენს მიერ დახაზული მრავალკუთხედის ფართობი და პერიმეტრი გაზომვის ფანჯარაში.
- თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ერთეულები და იხილოთ უკვე დახაზული მრავალკუთხედის პერიმეტრი
და ფართობი სხვა ერთეულებში.
- თუ გსურთ ტქვენს მიერ დახაზული მრავალკუთხედის წაშლა დააწკაპეთ ნებისმიერ სხვა ღილაკზე.
X,Y კოორდინატების პოვნა
გაზომვის ფანჯარა ასევე გაძლევთ საშუალებას იპოვოთ ტქვენთვის სასურველი წერტილის X,Y
კოორდინატები რუკაზე.
- გაზომვის ფანჟარაში დააწკაპეთ წერტილის შესაბამის ღილაკს
. ღილაკზე შემოიხაზება კვადრატი იმის დასადასტურებლად,
რომ იგი გააქტიურებულია. ხოლო ფანჯარა შეიცვლის სახეს (გამოჩნდება X და Y კოორდინატების
განყოფილებები) - დააწკაპეთ რუკაზე. თქვენს მიერ დაწკაპებული ადგილის კოორდინატები გამოისახება
გაზომვის ფანჯარაში.
კოორდინატების პროექცია და გამოსახვის ერთეული (სივრცითი რეფერენსირება) დამოკიდებულია
გეოგრაფიული ვებ აპლიკაციის რუკის სივრცით რეფერენსირებასთან.